გასული დღეღამის განმავლობაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაიღუპა 6 სამხედრო და დაიჭრა 31. ინფორმაციას ამის შესახებ უკრანის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მისივე თქმით, გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინელ სამხედროთა პოზიციები რუსეთის ტერიტორიიდან გამუდმებით იცხრილებოდა. სამხედროებმა 24 ბრძოლა მიიღეს.
ამასთან ერთად, უკრაინელმა სამხედროებმა ბოევიკების ზურგში მდებარე პოზიციები დაზვერეს და 3 საგუსაგო, ჯავშვანჯგუფის ნაწილი, რომელიც გორლოვკიდან დონეცკისკენ იხევდა უკან და ასევე მობილური საზენიტო -სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს.
მასალის გამოყენების პირობები