რუსული ესტრადს ვარსკვლავებმა ფილიპ კირკოროვმა, ვალერი მელაძემ, ნიკოლაი ბასკოვმა და ბორის მოისეევმა ყირიმში კონცერტების გამართვაზე უარი განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მართალია კირკოროვმა და ბასკოვმა ასევე აღნიშნეს, რომ შეიძლება ისინი „საბავშვო ახალ ტალღაზე" ჩავიდნენ, თუმცა „ჯერ ჯერობით, ცხადია, რომ მომღერლებმა გადაწყვიტეს უკრაინელი თაყვანისმცემების ნერვებზე არ ითამაშონ",_ წერს რუსული მედია.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ ამ მომღერმების გაგება შეიძლება, იმიტომ , რომ ისინი უკრაინულ ქალაქებში ანშლაგებით გასტროლირებენ. ხოლო თუ როგორ მიიღებენ მათ იქ, ყირიმში კონცერტების გამართვის შემთხვევაში - უცნობია. უკრაინამ შესაძლოა მათ საერთოდ აუკრძალოს ქვეყანაში ჩასვლა.