უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი „უსაფრთხოების სფეროში უკრაინისათვის განკუთვნილი დახმარების აქტი" კონგრესსა და სენატში იქნება მხარდაჭერილი და ობამა მას ხელს რაც შეიძლება მალე მოაწერს. ეს განცხადება მან აშშ-ს პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან დამართული სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„პეტრო პოროშჩენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ამ ორპარტიულ ინიციატივას, რაც უკრანის პრეზიდენტის აზრით, აშშ-ს ქმედითი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. პეტრო პოროშჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ ამ აქტს როგორც სენატორები ასევე კონგრესმენები დაუჭერენ მხარს და მას აშშ-ს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს",_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.