280 სატვირთო ავტომანქანისგან შექმნილი ავტოკოლონა უკრაინისკენ მიემართება. სატვირთო ავტომანქანებს მედიკამენტები და სასმელი წყალი - სულ 2 ათასი ტონა ტვირთი - გადააქვეთ.
საერთაშორისო „წითელი ჯვარი" აცხადებს, რომ მისთვის უცნობია თუ რა არის ამ მანქანებში. ინფორმაcიას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კლონა აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით დილით ადრე დაიძრა.
„ავტოკოლონა აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებლებლებს დაახლოებით 2 ათას ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაუტანს, რომელიც მათთვის მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებლებმა შეგროვეს", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი ოპესკოვის განცხადებით, ტვირთს სამხედროები არ აცილებენ.
საერთაშორისო წითელი ჯვარი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია სატვირთო მანქანების შემადგენლობისა და საბოლოო დანიშნულების პუნქტის შესახებ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო მანქანები გადაღება. სოციალირ ქსელებში ასევე გავრცელდა ფოტოები, რომლებიც თავად სამხედროების მიერ არის გავრცელებული და რომლებიც ტექნიკას ღებავენ.
გუშინ ევროკომისიის ორეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას პუტინი შეეცადა ბაროზუს დარწმუნებას, რომ კომფლიქტის ზონაში აუცილებლად ჩასატანია ჰუმანიტარული დახმარება.
თავის მხრივ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ვლადიმერ პუტინი ცალმხრივი სამხედრო ინიციტივების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა.
„პრეზიდენტმა ბაროზუმ გამოხატა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის გამო, ასევე იარაღის, აღჭურვუილობების და ბოევიკების უკრაინაში შედინების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაროზუმ ასევე, გააფრთხილა პუტინი არ დაუშვას სამხედრო მოქმედებების ჩატარება არანაირი, მ.შ. ჰუმანიტარული მოტივით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად საუბრობენ უკრაინის სამხრეთში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების აუცილებლობაზე.
ITAR-TASS-ის ფოტო