ლოს-ანჟელესში მსებარე სახლი, რომელიც ერთ დროს ცნობილ მომღერალსა და მსახიობს ფრენკ სინატრას ეკუთვნოდა, იყიდება. სახლი გასაყიდად უკვე გამოტანილია და მისი ღირებულება 4,95 მლნ დოლარია. სახლი 4 საძინებელი ოთახისგან შედგება, საიდანაც ერთი ოთახის ფანჯრიდან მთელს ქალაქზე იშლება ხედი.
სახლი ჯერ კიდევ 2012 წელს გასხვისდა, მაშინ გაყიდვა 1,55 მლნ დოლარად მოხდა. ხოლო რაც შეეხება ფასთა სხვაობას წინა და მიმდინარე ფასს შორის, გამოწვეულია იმ სამუშაოებით, რაც 2012 წლიდან ამ სახლში ჩატარდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სახლში ფრენკ სინატრას გარდა მსახიობმა ბელ ლუგოშმაც იცხოვრა რომელიც გრაფი დრაკულას როლს თამაშობს.
მასალის გამოყენების პირობები