Facebook-ის საშუალებით ფულადი გზავნილების გაკეთება უკვე შესაძლებელია. უცხოური მედიის ინფორმაციით, იაპონურმა კომპანია Rakuten-მა, რომელიც ელექტრონულ ბიზნესში აქტიურადაა ჩართული, Facebook-ის საშუალებით, ფულადი გზავნილების სერვისი დანერგა.
Rakuten Bank-ის მობილური აპლიკაციით შესაძლებელია თანხის გადარიცხვა Facebook-ის იმ მომხმარებლის ანგარიშზე, ვისთვისაც ეს გზავნილი განკუთვნილია.
Rakuten Bank-ის მობილური აპლიკაცია კი ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ის სისტემების მობილურ მოწყობილობებზე. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ამ ეტაპისათვის გზავნილის გაკეთება მხოლოდ იაპონური იენის საშუალებითაა შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები