ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცალმხრივი სამხედრო ინიციტივების დაუშვებლობის შესახებ გააფრთხილა.
„პრეზიდენტმა ბაროზუმ გამოხატა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის გამო, ასევე იარაღის, აღჭურვუილობების და ბოევიკების უკრაინაში შედინების შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაროზუმ ასევე, გააფრთხილა პუტინი არ დაუშვას სამხედრო მოქმედებების ჩატარება არანაირი, მ.შ. ჰუმანიტარული მოტივით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიურად საუბრობენ უკრაინის სამხრეთში ჰუმანიტარული მისიის ჩატარების აუცილებლობაზე.