„ყველაფერი მოწმობს იმას, რომ რუსული ჯარი მაინც შეიჭრება უკრაინაში და ეს თითქოს სამშვიდობო ან ჰუმანიტარული მისიის ნიღბის ქვეშ მოხდება", - წერს გერმანული გაზეთის „Die Welt" -ის პოლიტიკური მიმომხილველი რიხარდ ხერცინგერი.
მისივე თქმით, პუტინი იმავე ცინიკურ მეთოდს გამოიყენებს, რომლის მეშვეობითაც ის უკრაინაში კრიზისის დაწყებისთანვე დასავლეთს დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებდა.
„პროპაგანდისტული წარმოსახვის შექმნა, რომელიც ძალადობის გამოყენების შემდეგ რეალობად ან შემგარ ფაქტად იქცევა", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული ე.წ. ჰუმანიტარული კატასტროფის მიზეზები, „რომელთა შესახებაც ახლა ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან მოსკოვში, სინამდვილეში არის რუსეთის ფარული აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ".
„პუტინს უკრაინის დაშლის დეტალური გეგმა აქვს და მასში ყირიმის უკანონო ანექსიას წინ უსწრებდა ულტრანაციონალისტური ბანდების შეიარაღება და აქტივიზაცია, რომლებმაც არც თუ ისე მცირე საშინელებები დაატრიალეს უკრაინის ცალკე აღებულ რეგიონებში".
„ჯერ კიდევ არის დროს, რომ პუტინმა გაიგოს, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემთხვევაში ის მრავალი რამით რისკავს, კონკრეტულად კი დასავლეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით. ამას გარდა, დასავლეთის ქვეყნები თავის სამხედრო სიმძლავრეს მნიშვნელოვნად გაზრდიან", - წერს ავტორი.