საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„თქვენო აღმატებულებავ, გულითადად მინდა მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენს სახელმწიფოებრივ საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც საქართველოს მეგობარი და უახლოესი პარტნიორია, თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებულად ვითარდება, რაც აისახა კიდეც არჩევნების შედეგებზე. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ძალისხმევით, თურქეთი კვლავაც განაგრძობს წინსვლას და აღმავლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთმხარდაჭერისა და მეგობრობის პრინციპებს ეფუძნება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება საქართველოსა და თურქეთის საკეთილდღეოდ. თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მოლოცვა და გისურვოთ წარმატებული საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე"- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ გაგზავნილ მისალოცში.