რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 14 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში ჩავა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, პუტინი ყირიმელი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
„გაიმართება შეხვედრა, რომელშიც დუმის ყველა ფრაქციის დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას",_ განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, შეხვედრა გაიმართება იალტაში. ხოლო პუტინი ასევე ეწვევა სევასტოპოლს.
შეგახსენებთ, რომ ეს იქნება მეორე ოფიციალური ვიზიტი პუტინისა ოკუპირებულ ყირიმში. პირველად ის იქ წელს 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩავიდა.