გასული დღეღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. დაჭრილია 24 სამხედრო. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სულ კი მისივე ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებიდან დაღუპულია 586 უკრაინელი სამხედრო და 2 ათას 120 ზე მეტია დაჭრილი. ლისენკომ დასძინა, რომ ყველა დაჭრილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.