აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილეს, რა გამოიყენოს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის საბაბი იქ ჯარის შესაყვანად. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
„ნებისმიერი მსგავს ქმედება დაუშვებელია და უკრაინაში შეჭრად იქნება განხილული",_ განაცხადა გაეროში აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა.
„დაჟინებით მოვუწოდებ რუსეთს თავი შეიკავოს ნებისმიერ პროვოკაციული ქმედებისაგან" განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა.
მან ასევე გამოთქვა შეშფოთება გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში იგზავნება მძიმე ტექნიკა, იმ დროს როდესაც რუსეთის ჯარი აწარმოებს წვრთნებს „ჰუმანიტარული ინტერვენციის" სცენარით.
მასალის გამოყენების პირობები