საქართველოში ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაცია 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი სწორი გადაწვეტილება იყო. შედეგად უკვე 6 წელია რეგიონში მშვიდობაა. დარწმუნებულია რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„ექვსი წლის წინ საქართველომ დაიწყო ომი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და მშვიდობიანი ცხინვალის დაბომბვა დაიწყო. ძირითადი მიზანი სამხრეთ ოსეთის ხელში ჩაგდება იყო",_ დაწერა მან სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
„იმ დღეებში მე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე და საქართველოში ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაციის დაწყების შესახებ გამოვაცხადე",_განაცხადა მან და აღნიშნა: „ახლა ჩვენ ყველა დავრწმუნდით, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება".
„მსოფლიო რუკაზე გაჩნდა ორი ახალი სახელმწიფო - სამხრეთ ოსეთი და ამ კონფლიქტში ჩართული აფხაზეთი. თუმცა ექვსი წლი წინ ჩვენს მიერ ამ სახელმწიფოების აღიარებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, მაგრამ მაშინ მსოფლიო საზოგადოებამ თავის თავში იპოვა საკმარისი ძალა, იმისათის რათა გაეგო რუსეთისათვის და ჩვენი პოზიციისათვის პატივი ეცა. შედეგად კი აფახზეთსა და სამხრეთ ოსეთში ახლა მშვიდობაა",_ აღნიშნა მედვედევმა.