მაიდანზე დღეს შაბათობაა - ადამიანები ბარიკადებს შლიან და კრეშატიკს ასუფთავებენ. დასუფთავების პრცესში კიევის მერი ვიტალი კლიჩკოც მონაწილეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შაბათობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის რამდენიმე ლოკალური ინციდენტი მოხდა.
ახლა სიტუაცია მშვიდია - აქტივისტები აგრძელებენ ქვების შეგროვებას, რომლებსაც ჯერ კიდევ გასულ ხუთშაბათს მაიდანზე ბარიკადების დაშლის მოწინააღმდეგეები პროტესტის ნიშნად ისროდნენ. აგროვებენ ასევე საბურავებს რომლებსაც იმ დღეს წვავდდნენ.
კრეშატიკზე რამდენიმე სატვირთო მანქანა დგას რომელზეც ნაგავს ყრიან.