საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დათვლილი არ არის. როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრნმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა, ზარალს როგორც ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი უწყებებიც ამ დრომდე ითვლიან.
"რაც შეეხება ჩვენს სამინისტროს, ზარალი გაცილებით დიდი იქნებოდა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც ბოლო პერიოდში განვახორციელეთ, რომ არ ჩატარებულიყო. არც ერთი ჯებირი არ დაზიანებულა და მათ თავიანთი საქმე შეასრულეს. პირველადი საჭიროებისთვის 150 მილიონი ლარია საჭირო, თუმცა სახელმწიფოში ამის რესურსი არ არსებობს და ამხელა თანხის ფუფუნების უფლება ჩვენ არ გავქვს", - განაცხადა ხაჩიძემ.
მისი განმარტებით, ნაპირსამაგრ სამუშაოებზე მხოლოდ 9 მლნ ლარის დახარჯვა მოხდა. ამასთან მინისტრის თქმით, ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება.