რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის აღმოსავლე ნაწილში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა კატასტროფის მასშტაბებს აღწევს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერტიული თათბირი ჩაატარა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, თათბირზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განიხლეს აქცენტით იმაზე, რომ „ჰუმანიტარული მდგომარეობა იქ ჰუმანიტარული კატასტროფის კატასტროფიულ ზომებს აღწევს".
„ასევე განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული",_ განაცხადა პესკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები