დღეს გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომაზე იკრიბება.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ხელისუფლებამ დევნილების ჰუმანიტარული დახმარება გაზარდოს. ამასთან ერთად უფლებებისდამცველები ასევე აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას",_ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაეროს ასევე აშფოთებს იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემა, რომელთა რაოდენობა ორგანიზაციამ ბოლო კვირის განმავლობაში 6 ათასამდე დათვალა.