"რუსეთი კვლავ უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე აღებული ვალდებულების შესრულებაზე, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მე-6 წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა.
"რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს ადეკვატურად უპასუხოს საქართველოს მიერ 2010 წელს ცალმხრივად აღებულ და საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 7 მარტის რეზოლუციის განმტკიცებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნის მცდელობების მიმართ სახეზეა ღია წინააღმდეგობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიები ე.წ. „შავ ხვრელებად" და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, „მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად" აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.