უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი კიევში ჩასულ ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მთავრობის მეთაურმა და ნატოს გებერალურმა მდივანმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე 4-5 სექტემბერს დაგეგმილი სამიტის ფარგლებში რეაგირების დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო", _ ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავენ, რომ იაცენიუკი და რასმუსენი ასევე შეთანხმდდნენ ერთობლივ ნაბიჯებზე, რომლებიც უკრაინისა და ალიანსის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.