ბატალიონ „აიდარის" მებრძოლებმა ლუგანსკის მერი, სეპარატისტი სერგეი კრავჩენკო დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბატალიონის მეთაურმა სერგეი მელნიჩუკმა დაადასტურა.
„დიახ, დაკავებულია, ვადასტურებ",_ განაცხადა მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას და დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.
დეპუტატ იური სიროტიუკის ინფორმაციით, კრავჩენო დააკავეს მაშინ, როდესაც იქ ქალაქიდან გასვლას ლტოლვილის სტატუსით აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ კრავჩენკო იყო რეგიონების პარტიის წევრი და ის ადგილობრივ სეპარატისტებს უჭერდა მხარს.