გასული დღეღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანილია 9 ტანკი, 3 საბრძოლო მანქანა, 4 ჯავშანმანქანა და „ურალის" 2 ტიპის მანქანა. განცხადება ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმას ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას აგრძელებს. ზემოთაღნიშნული სამხედრო ტექნიკა ლუგანსკელ ბოევიკებს მიაწოდეს.
„ამჟამად ასევე დაფიქსირებულია მოძრავი სამხედრო ტექნიკის კოლონები, რომლებიც სავარაუდოდ დონეცკელი ბოევიკებისათვის არის განკუთვნილი",_ აცხადებს ლისენკო.