„საქართველოში რევანშის პოლიტიკის გამო საერთაშორისო შეშფოთება იზრდება. ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს" - ასე პასუხობს Twitter-ზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლდ ბილდტი მის განცხადებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების, ასევე მმართველი კოალიციის სხვა წევრების გამოხმაურებები დასავლელი პოლიტიკოსებისა და მედიის კრიტიკას, რომელიც მიხილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას მოყვა.
მსგავსი შინაარსის შეფასება კარლ ბილტმა Twitter-ზე 6 ივლისსაც გააკეთა.
"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს" - წერდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბილდტის ამ შეფასებას გამოხმაურებები მოყვა ქართველი პოლიტიკოსებისა და მთავრობის წევრთა მხრიდან. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ შვედი კოლეგის განცხადება „მთლად კორექტული" არ არის და სასამართლოზე ერთგვარ ზეწოლას წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები