რუსეთმა უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტისათვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
„არის ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო: საუბარი მიდის უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტული რეისების აკრძალვაზე რომლებიც ფრენებს რუსული საჰარეო სივრცის გამოყენებით ახორციელებენ რიგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთი",_ განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ასევე უარი თქვა აშშ-დან, ევროკავშირიდან, კანადიდან და დემოკრატიული სამყაროს სხვა ქვეყნებიდან ხორცის, თევზის, ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების შემოტანაზე.
მასალის გამოყენების პირობები