უკრაინაში ანდერს ფოგ რასმუსენს ელიან. ნატოს გენერალური მდივანი ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერსა და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრებზე ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის დეტალებს შეათანხმებენ.
უკრაინის აღმოსავლეთში კი დაპირისპირება გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში სეპარატისტებთან ბრძოლას 18 სამხედრო ემსხვერლა, 50 დაშავებულია.
დაპირისპირება კვლავ დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლება შიშობს, რომ შესაძლოა მსხვერლი გაიზარდოს მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
მასალის გამოყენების პირობები