პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან პარლამენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ კანონს დაამტკიცებს.
მისივე განმარტებით, უშიშროების საბჭოს ფორმატი არ შეიცვლება, თუმცა უკვე დასრულებულია მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება და ამ პროექტს მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად სექტემბერში წარუდგენს.
,,არასწორი სპეკულაციები წავიდა მედიასაშუალებებით, თითქოს, უშიშროების საბჭოს ფორმატის შეცვლაზეა საუბარი. Aარც ერთ შემთხვევაში უშიშროების საბჭოს ფორმატი არ იცვლება. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვიცავთ კონსტიტუციის ყველა მუხლს და ყველა დეტალს ვაკვირდებით, მე პირადად, პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი. Mმაგრამ ვმუშაობთ და პრაქტიკულად დავასრულეთ უშიშროების საბჭოს ახალ კანონზე მუშაობა, რადგან კონსტიტუცია შეიცვალა შესაბამისად საჭირო იყო ახალი კანონის ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. Aამაზეა საუბარი და მინდა ეს განგიმარტოთ. Aახალი კანონი სექტემბერში იქნება მიღებული", _განაცხადა პრემიერმა.