თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატები უკვე დასახელებულია. თბილისის მერმა რაიონების გამგებლობის კანდიდატები დღეს სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელა და უკვე ცნობილია, რომ ნაძალადევის გამგებლად _ ზაზა გაბუნიას კანდიდატურაა დასახელებული, ხოლო ვაკის გამგებლად კი გივი ჭიჭინაძის კანდიდატურაა წარდგენილი.
ნარმანიას განმარტებით, საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, გლდანის გამგებლად კი ბესიკ ქარცივაძე. რაც შეეხება მთაწმინდის გამგებელს, ამ პოსტზე გელა არჩვაძეა დასახელებული, ჩუღურეთის გამგებლის პოსტზე კი ზურაბ ჩიკვილაძე.
კრწანისის გამგებლობის კანდიდატი გიორგი კოპალეიშვილია, ხოლო დიდუბის გამგებლობის კანდიდატი ირმა ზავრადაშვილი.
რაც შეეხება ისნის გამგებელს ამ პოსტზე ვახტანგ ქიზიყურაშვილია დასახელებული, სამგორის გამგებლის პოსტზე კი მამუკა ჩოქურის კანდიდატურა.