„სააკაშვილის საქმე": რა იმალება ფარდის უკან?, - ამ სათაურით გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ გაზეთ „ეხო"-ში ვრცელი სტატია მიხეილ სააკაშვილის წინაარმდეგ აღძრული სისიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
ამასთან დაკავშირებით სტატიაში აღნიშნულია: რასაკვირველია, მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და „ძმანნი მისნის" წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის ბრალდება სერიოზულია. თუმცა არის სხვა მოსაზრებაც...
„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ შთამბეჭდავი „სამართლებრივი ნადირობა" დაიწყო. საერთოდ, აქვს არსებობის უფლება იმ ვერსიას, რომ „მეოცნებეების" მიერ წამოწყებულ „ჭინკებზე ნადირობას' შიდაპოლიტიკური მიზნებიც აქვს, მით უმეტეს, რომ მთავარი დაპირების - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა და პარალელურად ევროატლანტიკური კურსის შეთავსება ხელისუფლებას ძალიან უჭირს. არ შესრულდა აგრეთვე ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების დაპირებაც... მცირე გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან „შეზღუდული სავაჭრო ურთიერთობების" გამოცოცხლება (ღვინის, ბორჯომისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი), თუმცა დღეს მას საფრთხე ემუქრება - რუსეთი აუქმებს საქართველოსთან ხელმოწერილ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამკაცრებს საბაჟო წესებს. ჰოდა, ამ ფონზე მორიგი ხმაურიანი სასამართლო პროცესი „მეოცნებეებისათვის" პირდაპირ მისწრებაა, ყურადღების გადამტანი კარგი მანევრი...", - წერს აზერბაჯანის გაზეთი „ეხო".