ნატოში საქართველოს წარმომადგენლის ლევან დოლიძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილეს ის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც საქართველო იმოქმედებს უელსის სამიტამდე.
"პრეზიდენტს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ ფორმატების შესახებ, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს საკითხის განხილვა უელსის სამიტთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ ის სტრატეგია, რომლის მიხედვით, საქართველო იმოქმედებს უელსის სამიტამდე. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ როგორც პაკეტზე, ასევე იმ პროგრესის ამსახველ წინადადებაზეც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ლევან დოლიძემ.