პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის რეკომენდაციები იყო ადეკვატური და სწორი",
,, გაეროს რეკომენდაციები იყო ადეკვატური და სწორი", _განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით მეოთხე პერიოდული მოხსენება გამოაქვეყნა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომიტეტი შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისას და უშუალოდ მის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოძიების ნელი ტემპით.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აქ იგულისხმება უკანონო დაკავების, ადამიანების გატაცების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები. ასევე, ქონების მითვისებისა და განადგურების ფაქტები, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, შეიძლება კვალიფიცირებული იყოს როგორც სამხედრო, ან კაცობრიობის წინაშე დანაშაულის გამოძიების არასაკმარისი პროგრესის გამო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა მსგავსი შემთხვევის დამოუკიდებლად გამოძიება. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს 2012 წელს, არჩევნებამდე დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესული სარჩელების გამო.