ისრაელსა და „ჰამასს" შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინასწარმა შეთანხმებამ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იმოქმედა.
ისრაელის რადიოს ეთერით ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის არმიასა და „ჰამასს" შორის ცეცხლის გახნის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელმა მხარემ გახსნა პირველად ცეცხლი ჯერ ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ღაზას სექტორის ტერიტორიაზე, ისრაელსა და „ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სამდღიანი უპირობო შეთანხმება ძალაში შევიდა. ისრაელმა, ამასთან ერთად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის „ჰამასის" მიწისქვეშა გვირაბების განადგურებას არ შეაერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგმა დიპლომატმა, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები ძალადოსგან თავის შეკავებას შეძლებენ.
„ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სამნახევარი კვირის განმავლობაში დაღუპულია 1400 ზე მეტი პალესტინელი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მცხოვრებია. ისრაელის მხრიდან დაღუპულია 58 ადამიანი. მათ შორის 56 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე.