დღეს, 29 მარტს, მსჯავრდებულთა ვადამდელი გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიის სხდომაც გაიმართება.
პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ამჯერად 350 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს.
პატიმართა შორის არიან მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულები.
ყველა იმ პატიმრის საქმე, რომელზეც კომისია დადებით დასკვნას დადებს
სასამართლოს კვირის ბოლომდე გადაეგზავნება. სასამართლომ მათი საქმეები ერთი კვირის ვადაში უნდა განიხილოს.