გერმანიის მთავრობის პრესსამსახური უარყოფს ბრიტანული გაზეთში „The Independent'-ში გამოქვეყნებული სტატიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან უკრაინის შესახებ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს განცხადება გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ კრისტიანე ვირტცმა გააკეთა.
„ეს განცხადება ყოველმხრივ უსაფუძვლოა",_ განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ „The Independent"-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით გერმანია და რუსეთი მშვიდობიანი დარეგულირების საიდუმლო გეგმაზე მუშაობენ. სტატიის ავტორი ჟურნალისტი მარგატიტა პაგანოა. სტატიის მიხედვით, იმისათვის, რომ რუსულმა მხარემ მერკელის გეგმა მისთვის მისაღებად აღიაროს, საერთაშორისო საზოგადოებას ყირიმის დამოუკიდებლობის აღიარება და რუსეთის მიერ მისი ანექსიის ცნობა მოუწევს.