უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის გადადგმა არ მიიღო. მისი განცხადების დაკმაყოფილებას გადადგომის შესახებ მხარი მხოლოდ 16 დეპუტატმა დაუჭირა.
თავად პრემიერმა განაცხადა, რომ სამთავრობო კანონპროექტებისათვის ხმის მიცემის წყალობით დეფოლტის თავიდან არიდება მოხერხდა.
„დღეს მსოფლიო ეკონომიკაში არის ორი ახალი ამბავი. პირველი არის ის, რომ არგენტინამ დეფოლტი გამოაცხადა, მეორე კი ის, რომ უკრაინას ის არ გამოუცხადებია და არც გამოაცხადებს",_ განაცხადა იაცენიუკმა.
მასალის გამოყენების პირობები