პარლამენტში ელექტრონული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა, რის გამო დეპუტატებმა რიგგარეშე სესიისთვის რეგისტრაცია ვერ გაირეს. Aამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიის ჩატარება საკომიტეტოს დარბაზში გადაწყვიტა.
,,პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას და ვიმუშავებთ იმ დარბაზიდან, რომელშიც კომიტეტები მუშაობენ. კენჭისყრებისთვის ჩვენ გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში და ამ დროისთვის თუკი აპარატურა მწყობრში არ ჩადგება კენჭისყრა ჩატარდება სხვა უფრო ტრადიციული და ზოგჯერ უფრო საიმედო მეთოდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.