ევროკავშირის საბჭომ ყირიმში ვაჭრობასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ახალი შემზღუდავი ზომები აამოქმედა. ამ ზომებით, იკრძალება ახალი ინვესტიციების განხორციელება ყირიმის ინფრასტრუქტურაში, ტრანსპორტში, ტელეკომუნიკაციებში, ენერგეტიკულ სექტორში, ნავთობის მოპოვებაში და სხვა სფეროებში.
აკრძალულია ასევე ამ დარგებისათვის მოწყობილობის შეტანა და მათთვის სადაზღვევო უფლებების მინიჭება.
აკრძალვას თან ერთვის დაახლოებით 200 მდე დასახელების მინერალური რესურსი დასახელება, რომლებიც აკრძალვის ქვეშ მოხვდდნენ.
სანქციები ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები