გასული დღეღამის განმავლობაში ლუგანსკში ქალაქის 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის ერთი 15 წლის ბიჭი. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ქალაქის გამუდმებული დაცხრილვის გამო დაღუპულია 3 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის მოზარდი. დაჭრილია 7 ლუგანსკელი. „სასწრაფო დახმარების" მანქანა წუხელ 84 -ჯერ გამოიძახეს",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამას გარდა, გამუდმებული დაცხრილვების შედეგად წუხელ წყალი გუგანსკის 5 ათასზე მეტ მცხოვრებს შეუწყდა. ლუგანსკში სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და ბაზრები შეფერხებით მუშაობენ. ქალაქში სურსათის შეტანა შეწყვეტილია. მარაგი ყოველდღიურად იწურება.
მასალის გამოყენების პირობები