31 ივლისს, 15:00 საათზე სასტუმრო „რადისონში" კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემიკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე. ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, სხვა ოფიციალური პირები და დარგის ექსპერტები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 4 მასშტაბური პროექტი - მუცოს, დართლოს, ჩაჟაშის რეაბილიტაციისა და ვარძიის გადარჩენის საგანგებო პროგრამა. პროექტებზე კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პროცესები სფეროში სარეაბილიტაციო მეთოდოლოგიის სრული დაცვით, საპროექტო დოკუმეტაციაზე დაყრდნობით და წარმოებული სამუშაოების უწყვეტი მონიტორინგით მიმდინარეობს.
მუცო
მუცოს განუმეორებელი და განადგურების პირას მყოფი კომპლექსი აერთიანებს 30 ცალკეულ ნაგებობას - ციხე-სახლებს, კოშკებს წმ გიორგის სალოცავს, ეკლესიას და რამდენიმე ათეულ საგვარეულო აკლდამას. ამ დროისთვის მუცოში რესტავრატორები პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარეობს ელემენტარულიყოფითი გარემოსშექმნა, სამშენებლო მოედნის და ბაგირზგის მოწყობა.
მუცო ძველი და ტრადიციული მასალის გამოყენებით დაიბრუნებს პირვანდელ სახეს - უკვე დაწყებულია ფიქალი ქვის დამზადება-დასაწყობება და ობიექტზე ეტაპობრივი ტრანსპორტირება.
ეროვნული სააგენტოს ინიციტივით მუცოში შეიქმნება მუზეუმ-ნაკრძალი, ეროვნული სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული რგოლი, რომელიც ხევსურეთის კულტურულ-საგანმათლებლო-საინფორმაციო ცენტრის ფუნქციის გარდა რეგიონის კულტრული მემკვიდრეობის სფეროს
დართლო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თუშეთში სოფელი დართლოს სრული აღდგენის მიზნით უკვე მოამზდა 35 ცელკეული პროექტი, სადაცდეტალურად არის გაწერილი თითოეული სახლის განახლების მეთოდი საძირკვლიდან გადახურვამდე. განადგურებული ხის კონსტრუქციების - აივნებისადა ბანების აღსადგენატრადიციული მასალის გამოყენებით მოხდება.
შესრულებული 34 პროექტი უკვე გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს დართლოს გადარჩენისა და განვითარების პროექტს.
ჩაჟაში
ზემო სვანეთის სოფელი ჩაჟაში უშგულისთემში, მთაშხარასძირას, ზღვისდონიდან 2200 მეტრზემდებარეობს. ჩაჟაში ევროპისყველაზემაღალსოფლად ითვლება. მსოფლიომემკვიდრეობისძეგლთანუსხაში, იუნესკოში დაცული კომპლექსი აერთიანებს - 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურსაცხოვრებელს და 1 ათეულზე მეტ დამხმარენაგებობას.
ჩაჟაში პროექტის ეტაპი შეთანხმებული და მოწონებულია იუნესკოს მიერ. წელს აღდგება პირველი მაჩუბი და მომზადდება ახალი მუზეუმისპროექტი. კომპლექსის მასშტაბისა და სირთულიდან გამომდინარე ჩაჟაშის სრული კონსერვაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
ვარძია
კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსი მისი ქვათა სისტემით რთულ მდგომარეობაშია. წელს ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში ჩაატარა საერთაშორისო ვორქშოპი და მოიწვია იუნესკოს კონსულტანტი იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლუდიო მარგოტინი, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად იმსჯელა იმ გადაუდებელ ქმედებებზე, რომელიც ვარძიაში უნდა განხორციელდეს. ამ დროსთვის ვარძიაში მოქმედებს ვარძიის ფრესკების გადარჩენის პროგრამა. კურტოს უნივერსიტეტისა და საქართველოს სამხტვრო აკადემიის რესტავრატორები მუშაობენ უძველესი ფრესკების რთულ კვლევით-დიაგნოსტიკურსამუშაოზე, რომლის დასკვნა საფუძვლად დაედება ვარძიის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოების ზუსტი მეთოდოლოგიის განსაზღვრასა და დაწყებას.