ანტიტერორისტული ძალები შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ და ტერორისტების ირგვლივ რკალს სულ უფრო და უფრო ავიწროვებენ.
დღეს ავიაციამ ქალაქ მაკეევკას მიდამოებში ტერორისტების თავშეყრის ადგილზე წერტილოვანი დარტყმები მიიტანა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და ბოევიკების სანგრები. არის ინფორმაცია „გრადის" დანადგარების განადგურების შესახებ",_ აცხადებს ლისენკოდა აღნიშნავს, რომ ბოევიკებს შორის დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება.