დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი აცხადებს, რომ მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი ბოევიკები ფულსა და იარაღს რუსეთიდან იღებენ. განცხადება ამის შესახებ მან ბრიტანეთის მოქალაქეებთან საუბრისას ერთ ერთ ღონისძიებაზე გააკეთა.
კემერონმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდე ევროპაში ომის დაწყებამდე არ მივა.
„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რუსული ფულია, რომ ეს რუსეთის მოქალაქეები არიან და რომ ეს რუსული იარაღია, რომელიც ამ ქვეყანაში სეპარატისტების დასახმარებლად იგზავნება.
ჩვენ არ ვაპირებთ ევროპული ომის დაწყებას და ჩვენ არ შეგვიძლია ფლოტის შავ ზღვაში გაგზავნა და ჩვენ არ ვეძებთ სამხედრო დაპირისპირებას. ყველაფერი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არის ეკონომიკური სიმძლავრის გამოყენება, იმ სიმძლავრის რაც გაგვაჩნია, იმისათვის რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ ის რასაც აკეთებს - მიუღებელია",_ აცხადებს კემერონი.
როგორც მოსალოდნელია დღეს უნდა გახდეს ცნობილი იმ სანქციების დეტალები, რომლებიც ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ შემოიღო.