უკრაინა ოკუპირებული ყირიმის რუსი აგრესორებისაგან გასათავისუფლებლად დოკუმენტების პაკეტს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ვალერი ჩალიის განცხადებით, ყირიმი იყო არის და იქნება უკრაინის.
„ყირიმის საკითხი დღის წესრიგშია და უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ყირიმი იყო, არის და იქნება უკრაინული. ეს დროს მოითხოვს და ახლა ჩვენ იურიდიულ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც მომავალში ამ საკითხს გადაწყვეტს",_ აცხადებს ჩალიი და აღნიშმავს, რომ უკრაინა ყირიმის საკითხის უკანა რიგში გადაწევას არ აპირებს.
„მიგვაჩნია, რომ უკრაინისა და რუსეთის, ასევე რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზაცია მომავალში ყირიმის უკანონო ანექსიის შეჩერების გარეშე შეუძლებელია",_ განაცხადა ჩალიიმ.