რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრას განაგრძობს. რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრში 50 ტანკისგან შემდგარი ეშელონია დაფიქსირებული. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან თავის სამხედროებისა და ტექნიკის რაოდენობას ზრდის. შემჩნეულია კოლონა, რომელშიც შედის 15 ჯავშანმაქანა, „გრადის" ორი დანადგარი, საწვავის 2 მანქანა და 10 ავტომობილი პირადი შემადგენლბით. ამასთან ერთად, დაფიქსირებულია 50 ტანკისგან შემდგარი კოლონა",_ განაცხადა ლისენკომ.