დიუსელდორფის აეროპორტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება რობოტიზირებული პარკირების ადგილით ისარგებლონ, რომელიც მათ თავიდან ააცილებს თავისუფალი ადგილის შექმნასთან დაკავშირებულ უხერხულობებს.
მძღოლისთვის საკმარისია შევიდეს პარკირების ზონაში, აიღოს ტალონი, ხოლო შემდგომ რობოტი თავად ასწევს ავტომობილს და წაიყვანს პარკირებისთვის თავისუფალ ადგილზე. რობოტი ავტომობილების განლაგებას ახდენს მაქსიმალურად ოპტიმალურად, რათა მათ მინიმალური ადგილი დაიკავონ. ავტომობილისთვის დაბრუნებულ მძღოლს ავტომობილს ისევე რობოტი დაუბრუნებს.
პარკირების ღირებულება არ აღემატება სხვა იმ პარკირების ადგილების ღირებულებას სადაც ადამიანები არიან დასაქმებულნი. კომპანიის წარმომადგენლები აცხადბენ, რომ რობოტები შესაძლებლობას იძლევიან, რომ მაქსიმალურად გადაჭრან პარკირების ადგილების დეფიციტის პრობლემა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რობოტების გამოყენებით შესაძლებელი გახდა 40 %-იანი ეფექტის მიღწევა.