პარლამენტის რიგგარეშე სხდომები მიმდინარე კვირაში ყოველდღიურად გაიმართება და რიგგარეშე სესია, სავარაუდოდ, პარასკევს, 1 აგვისტოს დაიხურება. ამის შესახებ, დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ხუთშაბათს, 30 ივნისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წლიურ ანგარიშებს მოისმენენ.
ყოველი რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე ki ბიურო შეიკრიბება, დღის წესრიგზე იმსჯელებს და შესაბამისი დღის პლენარული სხდომის დაწყების დროს განსაზღვრავს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სხდომები 21:00 საათამდე გაგრძელდება.