ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. ,,თბილისის მარიოტში" გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამარტეს. როგორც ჟურნალისტებთან ჰიუ ბეილიმ განაცხადა შეხვედრაზე ნატოს სამიტის საკითხები განიხილეს. ხოლო უსუფასვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სამიტზე მიიღებს შესაბამის მხარდაჭერას.
ვიზიტის ფარგლებში ჰიუ ბეილი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ასევე შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.
შეხვედრებზე საუბარი შეეხება იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს ნატოში ინტეგრაციისათვის.