კულტურის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ გიორგაძე უკვე მოუწია ბრალდებებზე პირველი განმარტების გაკეთება. საქმე კომპანია "ისთერნ პრომოუშენის" საქმიანობას ეხება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურის მინისტრობის კანდიდატის კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში გარკვეული ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, რომელიც 2013 წელს ჩატარებულ დასკვნაშიც მოხვდა.
მიხეილ გიორგაძე კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ "ისთერნ პრომოუშენი" ერთ-ერთი სამაგალითო სამაგალითო კომპანია ბიუჯეტთან ურთიერთობაში და კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი ფინანსური შემოწმება გაიარა.
მასალის გამოყენების პირობები