გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი გამოუცხადებელი ვიზიტით ავღანეთში ჩაფრინდა. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის კატასტროფასთან დაკავშირებით, მისმა თვითმფრინავმა ტრადიციული მარშრუტი შეიცვალა და უკრაინის საჰაერო სივრცეზე გავლას თავი აარიდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა შტეფან კლიაინხეიერმა მიაწოდა.
„საფრენი ტრაექტორია შეიცვალა, იმისათვის რათა თავი აერიდებინათ უკრაინის საჰაერო სივრცის გავლით ფრენისათვის",_ განაცხადა მან.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ტრაექტორიამ ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა ანუ მარშრუტმა ბელორუსისა და რუსეთის საჰაერო სივრცეზე გაიარა.
ავღანეთში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქვეყნიდან გერმანული სამხედრო კონტიგენტის გაყვანის პროცესს უნდა გაეცნოს.