მიმდინარე წლის მარტიდან დონეცკის ოლქში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის განმავლობაში დაღუპულია 432 ადამიანი, მათ შორის 36 ქალი და 6 ბავშვი. დაჭრილია 1015 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ დონეცკის ქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გუშინ საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილია 7 ადამიანი დონეცკში და 4 გორლოვკაში.
ამას გარდა, საქალაქო ადმინისტრაციის მონაცეებით არიან დაჭრილები დონეცკის სხვა და სხვა ქალაქებში - შახტიორსკში, სნეჟნოეში და სტარობელსკში.
მასალის გამოყენების პირობები