ბოევიკებმა უკრაინა-რუსეთის საზღვართან მდებარე დონეცკის რაიონის ორი სოფელი ჩერვონნაია ზარია და კოჟვენაია დატოვეს. განცხადება ამის შესახებ დონეცკის „სახალხო გუბერნატორმა" სეპარატისტმა პაველ გუბარევმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მოწინააღმდეგემ ჩვენი ძალები ჩერვონნაია ზორიადან და კოჟევნიდან გამოდევნა. ჩვენი დანაკარგია: 2 ტანკი და 2 ჯავშანმანქანა, დაჭრილია 30 ადამიანზე მეტი. ძალა ძალიან არათანაბარი იყო",_ აცხადებს გუბარევი, რომელიც თავის მხრივ ბოევიკების ლიდერს იგორ სტრელკოვს ეყრდნობა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბრძოლა დონეცკის რაიონის სოფელ დიბროვკასთან გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები