25 ივლისს ვორონეჟის სასამართლო უკრაინელი მფრინავი ქალის ნადეჟდა სავჩენკოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. ინფორმაცია ამის შესახებ ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა მარკ ფეიგინმა „ტვიტერში", თავის გვერდზე დაწერა.
„ასე რომ ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრების შესახებ სასამართლო 25 ივლისს შედგება",- განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ სავჩენკოს სასამართლოში მიიყვანენ.
„სავჩენკოს დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს სხვა ზომაზე, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან. ყველა გარემოების გათვალისწინებით, რომლებიც სავჩენკოს უკრაინის ტერიტორიიდან გატაცებასთან არის დაკავშირებული, იმედი გვაქვს, რომ ვორონეჟის სასამართლო ჩვენ მოგვსმენს", - აცხადებს ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები