ნიგერიაში ქართველი მეზღვაურები დააკავეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გემის კაპიტანი რეზო ქათამაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
ხომალდს ნიგერიის ქალაქ ჰარკარში ძალოვანი უწყება აკონტროლებს. მეზღვაურებს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და გემის დატოვების უფლებას.
არსებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ფინანსური დავალიანება გახდა, თუმცა განიხილება სხვა ვერსიებიც.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი თურქულ კომპანიას ეკუთვნის. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს საზღვაო ადმინისტრაცია. მეზღვაურები კი დახმარებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები